"მილანი" 1-1 "ცრვენა ზვეზდა" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

"მილანი" 1-1 "ცრვენა ზვეზდა" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

სტეფანო პიოლიმ "ცრვენა ზვეზდასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"გუნდი მენტალურად მომწიფებულია. გასაგებია ისიც, რომ ახლა ჩვენი საუკეთესო პერიოდი არ არის. პოზიტიურმა შედეგებმა თავდაჯერება მოგვცა, პატარა რაღაცებიც არ გამოვიდა. სერიოზული თამაში გვქონდა. ვწუხვართ, რომ უპირატესობა სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო შემდეგ ეტაპზე გასვლა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორმაც ასეთი სირთუელეები შეგვიქმნა. "მილანმა" ეს დაიმსახურა.

პირველ მატჩში შანსები გვქონდა და არ ვართ კმაყოფილნი მომენტების გამოუყენებლობით. ვცდილობ მოთამაშეებთან ახლოს დავრჩე და მხარი დავუჭირო მათ. როცა საჭირო იყო რაღაცის თქმა, ჩვენ ვთქვით უკვე. ახალგაზრდული გუნდი ვართ, მაგრამ სირთულეები უნდა გადალახონ მათ.

ნაკლებად მოძრაობის გამო მოწინააღმდეგეები უკეთ გვიცნობენ. ამიტომ დომინირებას უნდა დავუბრუნდეთ. ამაზეც ვიმუშავებთ."

1 თვის წინ
653 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 409
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია