logo

ლაქსალტის საიჯარო ხელშეკრულება დროზე ადრე შეწყდა

ლაქსალტის საიჯარო ხელშეკრულება დროზე ადრე შეწყდა

დიეგო ლაქსალტმა "ტორინო" დროზე ადრე დატოვა. "მილანის" ხელმძღვანელობამ ანტონი რობინსონის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, "ტორინოდან" იჯარით განათხოვრებული დიეგო ლაქსალტის დაბრუნება გადაწყვიტა.

26 წლის ურუგვაელს მარცხენა ფლანგის როგორც შეტევაში, ისე დაცვაში შეუძლია თამაში. მისი კონტრაქტი "ტორინოსთა" მიმდინარე სეზონის ბოლომდე იყო გათვალისწინებული.

აქამდე ლაქსალტს "დეფენსორში", "ბოლონიაში", "ემპოლიში", "ჯენოაში", "მილანსა" და "ტორინოში" ჰქონდა ნათამაშები. ტურინულ გუნდში ის გასული ზაფხულის მიწურულს გადაბარგდა და მხოლოდ 10 მატჩის ჩატარება მოასწრო.


7 თვის წინ
1803 / 2
ლევან კვინიკაძე
user
Arigo საკმაოდ კარგი ფეხბურთელი, მებრძოლი და ჟილკიანი... როდრიგესი დავიტოვეთ და ეს გავუშვით?! რაც შეცდომა მგონია.... სხვათა შორის, ვინგერადაც არ იქნება ურიგო ან ფლანგზე, ტეოს და ამას რომ ფლანგი მიაბარო, ააწიოკებენ ბარეულს... უკან დაცვაში თამაშისა და მოგახსენოთ, საშუალო...
user
superkaka22 ეს ხო ვერ მოვიშორეთ
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ