logo

"calciomercato": გატუზო ორი იტალიური გუნდიდან ერთ-ერთს ჩაიბარებს

"calciomercato": გატუზო ორი იტალიური გუნდიდან ერთ-ერთს ჩაიბარებს

"calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლო მომავალში ჯენარო გატუზო სერია ა-ს კლუბს ჩაუდგება სათავეში. 41 წლის მწვრთნელმა გასულ სეზონში "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

რინოს გადაბირებით ფლორენციის "ფიორენტინა" და "ნაპოლი" ინტერესდებიან. "იების" დამრიგებელი ვინჩენცო მონტელა სერიოზული რისკის ქვეშაა მას შემდეგ, რაც "ლეჩესთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა და მისი გუნდი მეცამეტე ადგილზე დაქვეითდა.

რაც შეეხება ნეაპოლიტანურ კლუბს, კარლო ანჩელოტის გუნდიც საკუთარ მოედანზე დამარცხდა "ბოლონიასთან" და ჩემპიონთა ლიგის ზონას საგრძნობლად მოსცილდა. ზემოთ ხსენებული გამოცემის მტკიცებით კი გატუზო მონტელას ან ანჩელოტის შეცვლელად მოგვევლინება.

8 თვის წინ
902 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 390
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ