კარლო პელეგატიმ თავის იუთუბ არხზე "მილანის" შესახებ მორიგი განცადება გააკეთა და ამჯერად ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.
"მილანი" იბრაჰიმოვიჩით კმაყოფილია. ბომბარდირთა დავაში 14 გოლით იგი ლაუტაროს, ბელოტისა და იმობილეს უსწრებს. მხოლოდ ლუკაკუსა და რონალდუს ჩამორჩება."
"მის ასაკზე ვსაუბრობთ? გაიხსენეთ "კალიარისთან" შეხვედრა, სადაც ლაზარეთიდან ახალი დაბრუნებული იყო და 94-ე წუთზე ბოლო ენერგიით კუთხური მოიპოვა. იგი დანებებას არ აპირებს."
"ზლატანი კვლავ საუკეთესოებს შორისაა და "სან სიროზე" დარჩება, რადგან ხელმძღვანელობას ასე უნდა. შვედი გუნდს მომავალ სეზონშიც ლიდერად მოევლინება და უფრო ამბიციური გეგმებიც ექნება." - განაცხადა პელეგატიმ.