2017 წელს მატეო პესინა "მილანმა" ანდრეა კონტის ტრანსფერში ჩართო. მას შემდეგ იტალიელმა ნახევარმცველმა დიდი პროგრესი განიცადა და ამჟამად ბერგამოში პაპუ გომესის შემცვლელად განიხილავენ.
"ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, ამიტომ "მილანის" დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ვეცადე "სან სიროზე" თავის დასამკვიდრებლად მებრძოლა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. დღეს "ატალანტას" ფეხბურთელი ვარ და მოხარული ვიქნები, თუ კარიერასაც აქ დავასრულებ." - განაცხადა პესინამ.
აღსანიშნავია, რომ პესინას ფასი დღითიდღე იზრდება. "როსონერის" ჯერ კიდევ ეკუთვნის ფეხბურთელის კონტრაქტის ნაწილი და მომავალი გაყიდვიდან ლომბარდიული გრანდი 50%-ს მიიღებს.