
"ბოლონიას" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა "Tiki Taka"-სთან საუბრისას რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა და მათ შორის "მილანზეც".
"საკის კრიტიკა? მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ფეხბურთში ახალგაზრდა თაობა ისეთივე არაა, როგორიც ადრე იყო. ამჟამად ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ ის ვნება ფეხბურთისადმი, რაც ჩემს თაობას ჰქონდა, თუმცა ისინი ჩვენზე მეტად პროფესიონალები არიან."
"რა განსხვავებაა ჩემსა და პიოლის "მილანს" შორის? იბრაჰიმოვიჩი. ზლატანთან ერთად "ბოლონია" ამჟამად ევროპის ლიგის ზონაში უპრობლემოდ იქნებოდა."
"სკუდეტოსათვის ბრძოლა დასრულებული არაა, მაგრამ ამ ეტაპზე "ინტერი" აშკარა ფავორიტია. იბრას თამაში? მან ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. მოედანზე ყველაზე სახიფათო იყო, მაგრამ ეს საკმარისი არაა." - განაცხადა მიჰაილოვიჩმა.