
სტეფანო პიოლიმ "ინტერთან" მარცხის შემდეგ დაადასტურა, რომ შესაძლოა ტაქტიკის ცვლილება განახორციელოს და 4:2:3:1 მეორე პლანზე გადაწიოს. "PianetaMilan" კი სამ ყველაზე რეალურ ვარიანტზე წერს.
3:5:2 - დაცვაში ტომორი, კიაერი, რომანიოლის ტრიო, რომელსაც კალულუ დააზღვევს. მარცხენა ვინგბექად ერნანდესი, ხოლო მარჯვნივ სალმაკერსი (კალაბრია/კასტილეხო). ნახევარდაცვის ცენტრში კესიე, ტონალი და ჩალჰანოღლუ ოდნავ წინ აწეული. თავდასხმაში კი იბრაჰიმოვიჩს ლეაო, რებიჩი ან მანჯუკიჩი შეუწყვილდება.
4:4:2 - პიოლი შესაძლოა 2020 წლის დასაწყისში გამოყენებულ ტაქტიკასაც დაუბრუნდეს, რომლითაც რამდენიმე შეხვედრა იასპარეზა. ამ შემთხვევაში მთავარი რისკი ჩალჰანოღლუს ფლანგზე გადაწევაა, სადაც როგორც უკვე ვიცით ნაკლებად პროდუქტიულია.
4:3:1:2 - ბოლოს კი "მილანის" კიდევ ერთი ძველი ტაქტიკა. ამ ტაქტიკაში ლეაო-რებიჩიდან ერთ-ერთს სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომა მოუწევს და გარდა ამისა ძირითადში სალმაკერსის ადგილიც აღარ დარჩება.