რა ხდება ბელოტის ირგვლივ? კაიროს განცხადება

რა ხდება ბელოტის ირგვლივ? კაიროს განცხადება

"ტორინოს" პრეზიდენტმა ურბანო კაირომ "Radio 1"-თან ინტერვიუში თავისი გუნდის კაპიტნის შესახებ განცხადება გააკეთა.

"ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გახანგრძლივდეს. სპორტული დირექტორი ვანიატი ამისათვის ყველაფერს აკეთებს და პროცესში მეც ჩართული ვარ. ჩვენი მთავარი მიზანი ბელოტის შენარჩუნებაა და როგორც კი რაიმე ახალი იქნება შეგატყობინებთ."

"ჩვენი პოზიცია აშკარაა და ვფიქრობთ, რომ ანდრეაც იმავე აზრზეა. ბელოტი ექვსი წელია, რაც ტურინში თამაშობს და "ხარებისთვის" ძალიან ბევრი რამ გააკეთა ისევე, როგორც "ტორინომ" მისთვის." - განაცხადა კაირომ.

1 კვირის წინ
537 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 373
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია