როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო გვატყობინებს, "მილანსა" და დუგლას კოშტას შორის არანაირი კავშირი არ ყოფილა.
მოგეხსენებათ, პრესაში "როსონერი" და ბრაზილიელი ფეხბურთელი ერთმანეთს არაერთხელ დაუკავშირეს. ახლა თუ დი მარციოს დავუჯერებთ, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.
ისე კი გეტყვით, რომ "Transfermarkt"-ი 30 წლის ვინგერს 12 მილიონ ევროდ აფასებს.