მილანური დერბი "ლილის" ვარსკვლავის ხელში ჩასაგდებად

მილანური დერბი "ლილის" ვარსკვლავის ხელში ჩასაგდებად

"მილანი" და "ინტერი" "ლილის" გარემარბის, ჯონათან იკონეს გადაბირებას ცდილობენ, რომელმაც ფრანგული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელებს 5-ჯერ გაატანინა.

22 წლის ფეხბურთელი "პსჟ"-ს აკადემიის აღზრდილია და "ლილს" 2018 წელს 5 მილიონ ევროდ შეუერთდა. "Calciomercato.com"-ის ინფორმაციით კი ფრანგები მზად არიან თავიანთ ათაინს 30 მილიონ ევროდ შეელიონ.

იკონე ტიპური მარჯვენა გარემარბია, რაც "როსონერის" უპირატესობას აძლევს, რადგან პიოლის 4-2-3-1 ტაქტიკას გაცილებით უფრო მალე შეეწყობა, ვიდრე კონტეს 3-5-2 ფორმაციას.

1 კვირის წინ
527 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 373
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია