ხელმძღვანელობა მეიტეთი უკმაყოფილოა - შემცვლელი ბრაზილიიდან

ხელმძღვანელობა მეიტეთი უკმაყოფილოა - შემცვლელი ბრაზილიიდან

"CalcioMercato.it"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" ხელმძღვანელობა სულაიო მეიტეს ასპარეზობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს ბრაზილიაში მიაგნო - დანილო დოს სანტოს დე ოლივეირა.

20 წლის ფეხბურთელის თაობაზე "მილანმა" "პალმეირასთან" მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, თუმცა "როსონერის" გარდა ასევე აქტიურობენ "რომა" და "იუვენტუსი". ბრაზილიელები თავიანთ ტალანტს 15 მილიონ ევროდ აფასებენ.

დანილო კოპა ლიბერტადორესზე ხშირად თამაშობდა, რომლის ტრიუმფატორიც ბრაზილიური კლუბი გახდა. რვა შემთხვევაში იგი ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო სამჯერ შეცვლაზე შეიყვანეს. ასევე ძირითადში იყო "სანტოსთან" ფინალურ დაპირისპირებაში.

გარდა ამისა, "პალმეირასის" დამრიგებელი აბელ ფერეირა თავის გუნდს 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშებს ისევე, როგორც პიოლი ლომბარდიულ გრანდს, ამიტომ "მილანის" ტაქტიკაში ჩაჯდომა დანილოს არ უნდა გაუჭირდეს.

1 კვირის წინ
789 / 1
rossoneri-best
user
American Kai igrokia
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 373
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია