"დერბი დელა მადონინას" წინ "მილანელოსთან" ამ დილით ვარჯიშის საყურებლად და გუნდის გასამხნევებად დაახლოვებით 300-მდე ფანი შეგროვდა.
მათ გამოფინეს ბანერი რომელზეც ეწერა:
"90 წუთი შეტევისთვის, დერბი უნდა მოვიგოთ!"
როგორც იცით, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო ფეხბურთის გულშემატკივრები მატჩებს ვერ ესწრებიან. "კურვა სუდის" წარმომადგენლებმა "მილანის" გამხნევება ამ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე სცადეს.
მილანური დერბი დიდი ხანია სატურნირო ცხრილისთვის ასეთი მნიშვნეობის აღარ ყოფილა, ამიტომ ეს პრინციპული მატჩი "ინტერის" წინააღმდეგ 90 წუთიანი შეტევით უნდა მოვიგოთ!