logo

"მილანი" 20 მილიონ ევროს იხდის

"მილანი" 20 მილიონ ევროს იხდის

Calciomercato.com - ის მომზადებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" მზადაა მოსკოვის "ლოკომოტივიდან" ალექსეი მირანჩუკი შეიძინოს.

"როსონერი" რუსულ გუნდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს შესთავაზებს. 

"მილანი" მირანჩუკის თაობაზე მოლაპარაკებებს "ლოკომოტივთან" ჯერ კიდევ დეკემბერში აწარმოებდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის გასაჩარხად "როსონერის" რამდენიმე საათიღა აქვს დარჩენილი, რადგან ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დღეს იხურება.

7 თვის წინ
3023 / 6
ბექა ბლიაძე
user
Arigo ის კი არა და მარცხენა ვინგერზე ჩაკვეტაძეს წაიყვანდა ჭკვიანი კაცი მანდ...სხვანაირად არ გამიგოთ! სწრაფია, ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელია, დარტყმაც იცის და ფვიქრობ, მოუხდებოდა გუნდს... იბრას წასვლის შემდეგ ლეაოს 9-იანზე გადავწევდით და ეგაა....
user
Kapana Arigo ისედაც გაასწორებდა კიდევ ერთი ქართველი მილანში, მაინც რომაში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ და თუ იტალიაში წავა ბარემ მილანი იყოს ))) მწვრთნელებს ისე ხშირად ცვლიან ეხლა თუ არა ცოტახანში ახალ ტაქტიკაში ჩაჯდება :დ
user
Arigo უკრაინული წარმომავლობისაა, მაგრამ უკვე რუსია.... არანაირი რუსი მილანში!
user
Hancock მართლა რა ჭირს ამ გუნდს ? ისეთი ფეხბურთელები დაითრიეს გუნდებმა იჯარებით და ისეთ დაბალ ფასებში. ეს მალდინი და ბობანიც ძალიან ცუდად მუშაობენ და აღარც მილანის სახელი ჭრის უკვე. არავის უნდა აქ მოსვლა იციან რომ ამ გუნდს ჯერ არაფერი ეშველება.
user
Kapana რა პოზოციაზე თამაშობს და ვინაა :დ ?
user
ბექა ბლიაძე Kapana შემტევი ნახევარმცველია, რუსეთის მასშტაბით საკმაოდ კარგად გამოიყურება და ვნახოთ
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ