logo

ოფიციალურად: იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ოფიციალურად: იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

"მილანმა" იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებას მიაღწია და კობი ბრაიანტის ხსოვნის საპატივცემლოდ "ტორინოსთან" შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება. ამას გარდა "როსონერის" ფეხბურთელები შავ სამკლაურებს მოირგებენ.

"შეთანხმება მიღწეულია და კობი ბრაიანტის ხსოვნის საპატივცემლოდ შავი სამკლაურით ვითამაშებთ, შეხვედრის დაწყების წინ კი წუთიერი დუმილი იქნება." - განაცხადა კლუბმა თავის ოფიციალურ განცხადებაში.

კობი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და მისი საყვარელი კლუბი "მილანი" გახლდათ, რაც არაერთ გამოცემასთან ინტერვიუში ხშირად აღუნიშნავს.

8 თვის წინ
2181 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ