logo

სტამბულელების მოლოდინში - "მილანს" როდრიგესის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

სტამბულელების მოლოდინში - "მილანს" როდრიგესის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

მართალია, "ფენერბახჩეს" რიკარდო როდრიგესის თაობაზე "მილანისთვის" ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია , თუმცა ფეხბურთელთან პირადი შეთანხმება უკვე მიაღწიეს და როდრიგესი სტამბულში წასვლას ელოდება.

გამომდინარე აქედან, "როსონერი" შვეიცარიელის ალტერნატივაზე უკვე ზრუნავს. "Sky Sports"-ის ცნობით, "უიგანის" მცველი ენტონი რობინსონი შესაძლოა ის ფეხბურთელი გახდეს, რომელიც როდრიგესს შეცვლის.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის თანახმად,  22 წლის ინგლისელის პოტენციური ტრანსფერი 12 მილიონ ევროდ ფასდება.

ამ სეზონში რობინსონმა ჩემპიონშიპში 28 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. "უიგანი" სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილს იკავებს.


8 თვის წინ
1606 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ