ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, "მილანი" "ბენფიკას" ცენტრალური ნახევარმცველის, ფლორენტინოს დამატებას შეეცდება.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" ხელმძღვანელობას 20 წლის პორტუგალიელის ტრანსფერი 18 თვიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით სურთ.
მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა, თუმცა, ამ ეტაპზე, "ბენფიკას" პასუხი უცნობია.
ფლორენტინო "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია. მან ძირითადი გუნდის მაისური 117 შეხვედრაში მოირგო და 3 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც გაიფორმა.