"მილანი" 0-3 "ატალანტა" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

"მილანი" 0-3 "ატალანტა" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

სტეფანო პიოლიმ "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"კარგად დავიწყეთ, ბევრი მოთამაშე შეტევაში იყო ჩართული. სამწუხაროა, რომ გოლი სწრაფად გავუშვით, რომელსაც შემდგომ მეორე გოლიც მიჰყვა, რამაც თამაში ჩაკეტა. დრო გვქონდა, მაგრამ თამაშის შემობრუნება ვერ შევძელით. 

ამ საღამოს "ატალანტა" უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენ. წაგებაც შესაძლებელია ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. მეორე გოლმა რწმენა დაგვაკარგვინა. 

სერია ა ძალიან კონკურენტუნარიანი და რთული ლიგაა. ისევ ცხრილის სათავეში ვართ და ჩვენი სიტყვის თქმა გვსურს.

ვფიქრობ, რომ "იუვენტუსთან" და "ატალანტასთან" მატჩი სირცხვილისა და თავის დახრის საფუძველს არ გვაძლევს. ისინი მაღალ დონეზე ასპარეზობენ. "ატალანტა" ფიზიკურად უფრო კარგად გამოიყურებოდა, იგებდნენ ყველა დუელს და მეორე ბურთიც მათი იყო.

ჩვენ ამ მარცხს გავაანალიზებთ და ვეცდებით დავინახოთ თუ რა ასპექტებში უნდა განვითარდეთ და ვკონცენტრირდეთ შემდეგი მატჩისთვის. ახლა ჩვენ ვიცით, რა შეგვიძლია და კონკრეტულად სად გვჭირდება პროგრესირება."

შეგახსენებთ, რომ შემდეგი მატჩი "შავ-წითლებს" 30 იანვარს სტუმრად "ბოლონიას" წინააღმდეგ ელის.

1 თვის წინ
1287 / 8
საშკა ცხოვრებაშვილი
user
zurius Ამ თამაში ნათლად გამოჩნდა, რომ კალულუსთვის ჯერ ადრეა ამ დონის თამაში ძირითადი, მაგრამ რას იზამ, რომ სხვა არ გვყაბდა, მუსაკიო სუსტად გამოიყურებოდა, კასტილეხო ფლანგზე სუსტი წერტი იყო და ზოგადად გასაშვებია, სალემაკერსი ბევრად პროდუქტიულია, მეიტეს დაყენება ჩალხანას პოზიციაზე დიდი შეცდომა იყო, მანჯუკიჩი ჯერ შორსაა მისი ფორმიდან, ზოგადად გუნდი აშკარად სუსტად გამოიყურებოდა ატალანტასთან შედარებით. Და კიდევ პირადი აზრია, გუნდს სხვა ტაქტიკური სქემითაც უნდა შეეძლოს თამაში, როდესაც ძირითადი სქემის წამყვანი ფეხბურთელები გაკკია, მაგალითად 4,3,2,1 ან 4,3,1,2 ან 4,3,3. Ამ სასტავით თავისუფლად შესაძლებელი. 
user
Tifozi საწყენი არაფერია ნამდვილად გუნდი ძალიან კარგად ასპარეზობს ერთადერთი იმას ვერ ვხვდები რატო ჩააცივდა მალდინი ცენტრალურ მცველებს სატრანსფერო ფანჯარაზე და რატო ვერ ხედავს კასტილეხო რო ფეხბურთელი არაა და მგონი ადამიანთა მოდგმას საერთოდ არც ეკუთვნის ეგ სირაქლემა
user
Nikachumi22 Tifozi გეთანხმები კასტილა გასაშვებია იმენა ბოზი დედამთილია :დდ ბრაჰიმი მომწონს ერთადერატი მინუსი რაც აქ ტანდაბალია მაგრამ მოძრაობები კარგი აქ..ერთი მარჯვენა ვინგერი და დავიხატებით...ბებერი მოდრიჩი დაგვხატავდა 
user
ჰიფატერა Tifozi თუ კონტრაქტის გახანგრძლივება არმოხერხდა ჩვენთან იმედია ლუკა მილანში წავა ერთადერთი მილანში არმეწყინება მისი წასვლა 
user
ჰიფატერა Tifozi  თუ კონტრაქტის გახანგრძლივება არმოხერხდა ჩვენთან იმედია ლუკა მილანში წავა ერთადერთი მილანში არმეწყინება მისი წასვლა 
user
Nikachumi22 შენზე ცუდის მთქმელს!!!მიდუთ ბიჭებო ჯიდევ პირველზე ვართ ეს წაგება ნიჩივო წყქლსაც წაუღია...ბოლო ბოლო მილიარდ დოლარიანი რეალი აგებს ბ გუნდებთან )) ფორზა მილან ფორზა როსონწრი ფორზა პიოლი! 
user
Nika Jikidze ყურები არ ჩამოვყაროთ არ გაუმართლათ არაუშავს ბურთი მრგვალია ფორცა მილან !!!
user
Giorgi არაუშავს
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 373
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია