
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ "მილანმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "პარმასთან" შეთანხმებას მიაღწია და ანდრეა კონტი იჯარით სეზონის ბოლომდე სწორედ ამ კლუბში იასპარეზებს. ამავდროულად, "პარმას" ექნება ვალდებულება მიაღწიოს შეთანხმებას, გარკვეული პირობების თანახმად.
26 წლის ფეხბურთელი "მილანს" გამოსამშვიდობებელი წერილით დაემშვიდობა:
"ბევრი რამეა, რისი თქმაც შეიძლება იმაზე თუ რას ვგრძნობდი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. სწორი სიტყვების პოვნა გამიჭირდება.
ძვირფასო მილან, მადლობა, რომ მიმიღე შენს დიდებულ და მშვენიერ ისტორიაში.მადლობა, რომ მომეცი შესაძლებლობა ჩამეცვა ასეთი პრესტიჟული გუნდის მაისური, რაზეც უამრავი ბავშვი ოცნებობს. მადლობა ისეთი ადამიანების გაცნობისათვის, რომლებიც მუდამ ჩემს გულში იქნებიან. მე ყოველთვის სხვა გზაზე ვოცნებობდი. მსურს უფრო მეტი გავაკეთო. წარმატებები ყველაფერში. ყოველთვის მადლიერი ვიქნები, ანდრეა."