ცოტა ხნის წინ "მილანის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რებიჩის, კრუნიჩისა და ერნანდესის კორონავირუსის ტესტებზე უარყოფითი პასუხები მოვიდა, რაც ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა "მილანის" გულშემატკივართათვის მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.
აქვე აღსანიშნავია, რაფაელ ლეაოს დაბრუნებაც, მაგრამ ასევე, ისიც სათქმელია, რომ რომანიოლი და საელმეკერსი ზეგინდელ შეხვედრაში არ იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ზეგ, 23 იანვარს გაიმართება.