მოგეხსენებათ, "მილანმა" ამ სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე ორი ტრანსფერი განახორციელა და მესამის განხორციელებასთანაც ახლოს არის. ეს გახლავთ ფიკაიო ტომორი, რომლის გადმობირების ამბავიც უკვე დროის ამბავია.
როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, 23 წლის მოთამაშე, როგორც ჩანს, დღეს ჩამოვა და ახლა საუბარია იმაზე, იქნება თუ არა იგი "ატალანტასთან" მატჩში. მიზანი გახლავთ ის, რომ პარასკევს ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და ამ შეხვედრამდე ერთი ვარჯიშის ჩატარება მოახერხოს.
ჯერჯერობით, როგორც ცნობილია, კლუბები კიდევ საუბრობენ გამოსყიდვის უფლებაზე, თუმცაღა ამის მიუხედავად, ეს ტრანსფერი შედგება.
შეგახსენებთ, რომ ბერგამოელებთან მატჩი ზეგ, 23 იანვარს გაიმართება.
დი მარციოს აზრით მილანს სურს ტომორის სამედიცინო შემოწმება დასრულდეს ხუთშაბათს დილით,რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ატალანტასთან თამაშისთვის. იგი სავარაუდოდ ჩამოვა იტალიაში მომდევნო რამდენიმე საათში, უფრო ზუსტად კი საღამოს 11 საათზე.