"Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონის" 24 წლის მოთამაშე ჟუნიორ ფირპოთი "მილანთან" ერთად იტალიური "ნაპოლიც" ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ნეაპოლური გუნდი ჟუნიორისადმი დიდ ინტერესს გამოხატავს. ცნობისათვის, "Transfermarkt"-ი მარცხენა მცველს 10 მილიონ ევროდ აფასებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ სეზონში ფირპოს ანგარიშზე კატალონიური კლუბის მაისურით 10 შეხვედრაა.