მეიტე: "განსაკუთრებულად სამი ნახევარმცველის თამაშს ვაკვირდებოდი"

მეიტე: "განსაკუთრებულად სამი ნახევარმცველის თამაშს ვაკვირდებოდი"

"მილანის" ახალწვეულმა სუალიო მეიტემ "MilanNews"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ნახევარმცველმა დაცვაც უნდა იცოდეს და შეტევაც. მეც ორივეს ვცდილობ. "მილანი" ყველაზე ძლიერი გუნდია, სადაც მითამაშია და რა თქმა უნდა ეს შანსი უნდა გამოვიყენო, რათა კარიერის მწვერვალს მივაღწიო."

"ტორინოში" ძალიან ცოტა მატჩს ვიგებდი, რაც მენტალური თვალსაზრისით რთულია. ბევრი ნახევარმცველია, რომელიც მომწონს, თუმცა განსაკუთრებულად სამი ნახევარმცველის თამაშს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი მათგან ბევრი რამ ამეღო. ესენია: პირლო, მოდრიჩი და იაია ტურე."

"18 ნომრით დავიწყე პროფესიონალური კარიერა და სწორედ ამიტომ შევარჩიე ეს ნომერი. ჩემი შეძენა რამდენიმე კლუბს სურდა, თუმცა როდესაც "როსონერის" შესახებ გავიგე გადაწყვეტილება მარტივად მივიღე." - განაცხადა მეიტემ.

1 თვის წინ
916 / 1
rossoneri-best
user
Tifozi ტოვინზე ვერაფერი ქნა პავლიკამ როგორც ჩანს არადა ძაან გვჭირდება
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 366
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია