
"მილანის" მარჯვენა მცველმა დავიდე კალაბრიამ "MilanTv"-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.
"იქ ვითამაშებ, სადაც გუნდს დასჭირდება. ახალგაზრდულ სექტორში უნივერსალი ვიყავი. ჩემი თავდაპირველი პოზიცია კი ნახევარმცველი იყო. არავისი გვეშინია და "მილანში" ამ თვისებას ახალგაზრდული ასაკიდან აყალიბებენ."
"თავდაპირველად პიოლი ძირითადად დაცვაში მამუშავებდა, რადგან ტეო ხშირად წინ მიდიოდა. ამ ყველაფერმა დაცვით ფაზაში დიდი გამოცდილება შემძინა, რის შემდეგაც შესაძლებლობა მომეცა შეტევაში მეც წავსულიყავი. მომწონს, რომ ახლა მწვრთნელის მხრიდან თავისუფლება მაქვს მონიჭებული."
"მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ბევრი კონკურენტუნარიანი კლუბია, მიმდინარე სეზონში დიდი პრობლემები არ შემქმნია, თუ არ ჩავთვლით ნახევარდაცვაში თამაშს, რაც ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო."
"არ უნდა შეგვეშიდნეს იმის თქმის, რომ სკუდეტოსათვის ვიბრძოლებთ. არ ვამბობთ, რომ ეს ჩვენი მთავარი მიზანია, მაგრამ ამაზე მაინც ვფიქრობთ. მოგვწონს ხელმძღვანელობის მუშაობაც. ახალწვეულები ჩვენს გუნდში არსებულ ხვრელებს ამოავსებენ." - განაცხადა კალაბრიამ.