კასტილეხო "მილანს" დაემშვიდობება: "რომასთან" გაცვლა იგეგმება

კასტილეხო "მილანს" დაემშვიდობება: "რომასთან" გაცვლა იგეგმება

სამუ კასტილეხო იანვარში "მილანს" არ დატოვებს, თუმცა ზაფხულში მისი ტრანსფერი თითქმის გარდაუვალია, რადგან ესპანელ გარემარბს აღმოაჩნდა ფიზიკური და ტაქტიკური ზღვარი, რომლის გადალახვასაც დიდი ხანია ვერ ახერხებს.

მიუხედავად ამისა, "როსონერის" შვიდიანი მსურველი კლუბების ნაკლებობას არ განიცხდის და გარდა სამშობლოდან ინტერესებისა, არის "რომას" ინტერესიც. "მგლები" უკვე გეგმავენ მომავალ ტრანსფერს და ლომბარდიული გრანდისათვის გაცვლის შეთავაზებასაც ამზადებენ.

"fanpage.it"-ის ინფორმაციით, დედაქალაქელები "მილანისათვის" სამუს სანაცვლოდ ჩენგიზ უნდერის შეთავაზებას აპირებენ, რომელიც ამჟამად "ლესტერშია" განათხოვრებული, თუმცა ნისლიან ალბიონზე თურქი ვინგერის კარიერას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ და თავადაც სერია ა-ში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს.

1 თვის წინ
1728 / 4
rossoneri-best
user
Lasha Sherozia smilesmile upro adre unda wasuliyo
user
Arigo აჰა, ჩალხანა და ეხლა ეგეც, ანუ დიდი თურქობაა მოსალოდნელი ჯუზეპე ეაცაზე
user
Tifozi არრ ვიცი ეს უნდერი როგორ თამაშობს მარა რახამც ეს ქათამი მიდის რაღას დავეძებ
user
Dola Good bye 👋 kastil
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 373
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია