"მილანი" აქტიურობას განაგრძობს: "ჩელსისთან" და "პარმასთან" შეთანხმება შედგა

"მილანი" აქტიურობას განაგრძობს: "ჩელსისთან" და "პარმასთან" შეთანხმება შედგა

"SportMediaset"-ის ინფორმაციით, სულაიო მეიტესა და მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერის შემდეგ, რამდენიმე საათში "მილანი" ფიკაიო ტომორისაც გაიფორმებს. 23 წლის ცენტრალური მცველი "ჩელსიდან" "სან სიროზე" იჯარით გადაბარგდება.

გარდა ამისა, ანდრეა კონტი, რომელმაც "კალიარისთან" მცირე სათამაშო დრო მიიღო "პარმას" უახლოეს საათებში შეუერთდება ასევე იჯარით და სეზონის ბოლოს მათ კონტის გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ. სავარაუდო თანხად 7-8 მილიონი ევრო სახელდება.

მას შემდეგ, რაც ეს ორი შეთანხმება გაოფიციალურდება, პაოლო მალდინი მთელ აქცენტს ჰაკან ჩალჰანოღლუზე და ჯანლუიჯი დონარუმაზე გადაიტანს, რათა მათი კონტრაქტის გახანგრძივების საკითხი არ შეყოვნდეს.

1 თვის წინ
2416 / 2
rossoneri-best
user
Arigo ისე, ცოტა მეტი იტალიელიც რომ იყოლიო გუნდში, არაფერი დაშავდება პაოლო... ფიკაიო რა ჯანდაბვად გვინდა? თუნდაც იმის გამო, რომ აგერ კალულუ შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და უფრო ახლაგაზრდაცაა, გაბია კი არ მომკვდარა ჯერ? ვეტერანი კიაერიც კაი 3-4 წელი გამოგვადგება! როდესაც 4 CB გვყავს, კიდევ დამატებით რაღა საჭიროა?! (მუსაკიო არ ჩამითვლია მაგ 4-ში) კონტის რაც შეეხება, ადექი და ინტერს გაუცვალე სენსიში, მაინც არ იყენებს კონტე და ერთი 5-10 ლიმონი დაუმატე, ასე ძნელია? და შენი ბიი ათამაშე კიდევ ხანდახან
user
Tifozi ტოვინი მოიყვანე პავლიკ და  სკუდეტო ჩვენია წელს
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 373
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია