"კალიარისთან" შეხვედრამდე სტეფანო პიოლიმ ვრცელი პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"წინ რთული შეხვედრა გველოდება, რადგან მეტოქე გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც ნაინგოლანი, გოდინი და ჟოაო პედრო არიან. ტეოსა და ჩალჰანოღლუს არყოფნა ხელს შეგვიშლის, მაგრამ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ამიტომ მათ შესაცვლელად მზად ვართ."
"იბრაჰიმოვიჩის გამოჯანმრთელება დადებითი სიგნალია. ზლატანი ხვალ თამაშს შეძლებს. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, ამიტომ მანჯუკიჩზე ვერაფერს გეტყვით გარდა ერთი რამისა: მე ვენდობი ხელმძღვანელობას და მჯერა, რომ გუნდის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებენ."
"მეიტე საკმაოდ ამბიციური ბიჭია და გუნდში კონკურენციას ნამდვილად გაზრდის. "ინტერისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაზე არ ვფიქრობ. ჩვენთვის უმთავრესი მიზანი "კალიარისთან" გამარჯვების მოპოვებაა." - განაცხადა პიოლიმ.