
"მილანის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის უკანასკნელ წარმატებებსა და თავისი როლის შესახებ ისაუბრა.
"ფაქტი, რომ "მილანი" ელიტარულ კლუბებში აღარაა, არც გუნდისთვის და არც ქომაგისთვის სასიხარულო არ ყოფილა. პატივს ვცემ "ატალანტას", თუმცა ვხედავდი, როგორ თამაშობდა ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო "მილანი" არა. სწორედ ესაა მარტივი პასუხი იმისა, რატომაც მივიღე დაბრუნების გადაწყვეტილება".
"პასუხისმგებლობები გუნდში იდეალურადაა განაწილებული, სტეფანო გვავარჯიშებს, ხოლო მე ვთამაშობ. სიტუაცია დალაგებულია".
"ყველა ჩვენგანი ბოლომდე იხარჯება, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ვნახოთ, რა იქნება ივნისში", - ციტირებს La Gazzetta dello Sport 39 წლის შვედი ფორვარდის სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.