"La Stampa"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" ჯანლუიჯი დონარუმას ახალი კონტრაქტი შესთავაზა.
როგორც ცნობილია, "როსონერის" იტალიელ მეკარესთან ხელშეკრულების 3 წლით გახანგრძლივება სურს.
ცნობისათვის, გეტყვით, რომ "Transfermarkt"-ი ჯიჯის 60 მილიონ ევროდ აფასებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სეზონში მის ანგარიშზე მილანური კლუბის მაისურით 23 შეხვედრაა.