

როგორც მოგეხსენებათ, მრავალი წყაროს ინფორმაციით, "მილანის" პირველ და მთავარ სამიზნეს მოჰამედ სიმაკანი წარმოადგენდა, მაგრამ მისმა ახლახანს მიღებულმა ტრავმამ, რის გამოც მოჰამედს 2 თვე გაუცდება, ლომბარდიულ გრანდს სტრატეგიის შეცვლისაკენ უბიძგა.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლა უკვე "როსონერი" ფიკაიო ტომორიზე გადაერთო. როგორც რომანო გვამცნობს, მილანური კლუბის სპორტულ დირექტორ მასარას ყოველთვის სურდა ინგლისელის გადმობირება, "რომაში" მუშაობის პერიოდიდან.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები მხარეებს შორის ამჟამად დაწყებით ფაზაშია და პირობებიც დაახლოებით უკვე განსაზღვრულია - იჯარა (გამოსყიდვის უფლებით, რომლის ღირებულებაც 30 მილიონ ევროს შეადგენს).
მილანში ვარაუდობენ, რომ კლუბი უახლოეს დღეებში მიაღწევს ლონდონელებთან შეთანხმებას. ცნობისათვის, "Transfermarkt"-ი 23 წლის მოთამაშეს 17 მილიონ ევროდ აფასებს. მის ანგარიშზე ამ სეზონში "ჩელსის" მაისურით 4 შეხვედრაა.
კიაერი, დიასი
კალაბრია