ჩალჰანოღლუს აგენტსა და "მილანის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა დასრულდა

ჩალჰანოღლუს აგენტსა და "მილანის" ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა დასრულდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტსა და მილანური კლუბის ხელმძღვანელობას შორის.

"MilanNews"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკება საკმაოდ კარგად წარიმართა. როგორც წყარო გვამცნობს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბისა და აგენტის შეთავაზებულ ხელფასებს შორის გარკვეული სხვაობა შეინიშნება, ამის აღმოფხვრა შესაძლებელია ბონუსებით.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში თურქი ფეხბურთელის ანგარიშზე "როსონერის" მაისურით 24 შეხვედრაში 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

2 დღის წინ
1101 / 3
საშკა ცხოვრებაშვილი
user
Arigo არანაირი არაფერი, კალულუ დადგა და პრობლემაც მოხსნა, კიაერი არც გამოსულა, არანაირი ფიკაიოები და შმიკაიოები... ალხანაც რჩება და ჩალხანაც, არც კონტის ყიდიან, ნელ-ნელ დალო გადავა ერნანდესის ფლანგზე და კონტი კალაბრიას დაასვენებს ხოლმე, ჩატარებული 15-20 მატჩით სკუდეტო+ლიგის მოგება სჯობს თუ გასავარდნი ზონიდან გუნდის ამოთრევაზე ჩალიჩი?! პლუს ამას ამხანაგურები და ტასები, ანუ 250-300 მატჩს ასე ჩაატარებს მილანში კონტი, ორ მაგდენს შეცვლებიანად  დალო,  და  კალულუ, ეგაა... სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და ბევრი ყბედობა და ჭორაობა ჩვეულებრივი ამბავია, რომ ინტრიგნებმა ენერგია დახარჯონ და გუნდმა მისი სტრატეგია გააგრძელოს
user
Tifozi სატრანსფერო სიახლეებიც დადეთ  ბევრი იწერება ეს ბოლო დღეებია ტორინოს ნახ მცველი მეიტე ცალი ფეხით მილანშია დღეს გაოფიცისლურდებაო... სიმაკანმა ტრავმა მიიღო და ჩელსის მცველუ ტომორი უნდათ ახლა... მანჯუკიჩზეც კი მიდის ბაზარი 6 თვიანი იჯარით უნდათ
user
Valeri Demetrashvili ეს უნდა დარჩეს, მოედანზე როცა არის აშკარად სხვა თამაშს თამაშობს მილანი, კლასი აქვს ჩალხანას რა და თან ჯერ წინ ააქვს საუკეთესო წლები
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 295
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ბენასერი, ტონალი, კრუნიჩი, სალმაკერსი, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეაო