logo

"მილანმა" ახალი შეთავაზება მიიღო

"მილანმა" ახალი შეთავაზება მიიღო

"ტოტენჰემთან" მოლაპარაკებების გაჭიანურების შემდეგ "მილანს" კრიშტოფ პიონტეკის თაობაზე კიდევ ერთი ლონდონური კლუბი, "ჩელსი" დაუკავშირდა.

აპენინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებმა" იტალიელებს 27 მილიონი ევრო შესთავაზეს და პასუხის მოლოდინში არიან.

სავარაუდოდ "როსონერი" ამჯერადაც ფასის გაზრდას ეცდება და კლუბის მესვეურები ლონდონელებს პირველ წინადადებაზე უარს ეტყვიან.

შეგახსენებთ, "მილანელები" 24 წლის პოლონელის გაყიდვაზე უარს არ ამბობენ, რადგან გასულ ზაფხულს 35 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი ბოლო დროს სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა. სტეფანო პიოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რაფაელ ლეაოს დუეტს უფრო ენდობა, თადარიგში კი ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი ანტე რებიჩი ეგულება.

7 თვის წინ
1650 / 2
ლევან კვინიკაძე
user
Arigo თუ არა და შეგვრჩება ნახევარი სეზონით, კიდევ რაღაც დროით და შეიძლება ნორმალური ცენტრის მოყვანის შემდეგ ისეთ დროს ათამაშდეს და დაიწყოს გოლების ყრა, რომ აბრამოვიჩები და სხვა მისი მსგავსი ფულის ტომრები თავიანთ ჟმოტობისთვის ტუჩებს სიმწრით იკვნეტდნენ, როდესაც სატრანსფერო ფასი 100 მილიოს ასცდება და ბატონ Witcher-ს ტრანსფერის გაგონებაც არ ენდომება ამ დროსsmilesmilesmile
user
Arigo ბარემ დაამრგვალეთ თქვე ჟმოტებო....
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 38
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ