ოფიციალურად: დუარტე იჯარით "ბაშაქშეჰირს" შეუერთდა

ოფიციალურად: დუარტე იჯარით "ბაშაქშეჰირს" შეუერთდა

უკვე ოფიციალურად, ლეო დუარტე იჯარით თურქულ "ბაშაქშეჰირში" იასპარეზებს.

ახლახანს "მილანმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ თურქულ კლუბთან ბრაზილიელი ფეხბურთელის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც, 24 წლის ცენტრალური მცველი 2022 წლის 30 ივნისამდე "ბაშაქშეჰირის" ღირსებას დაიცავს. ამავდროულად, თურქებს ლეოს გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

მილანური კლუბის განცხადებაში ნათქვამია: "მილანი" მადლობას უხდის ლეოს პროფესიონალიზმისათვის და უსურვებს ყველაფერს საუკეთესოს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, პროფესიონალურ კარიერაში."

შეგახსენებთ, რომ დუარტე ლომბარდიული გრანდის რიგებს გასულ ზაფხულში ბრაზილიური "ფლამენგოდან "შეუერთდა.

6 თვის წინ
586 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი