უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ ანდრეა კონტის თაობაზე "მილანს" შეთავაზება ჰქონდეს.
როგორც "Sempremilan"-ი იტყობინება, მას შემდეგ რაც "ფიორენტინამ" პოლ ლიროლა მარსელის "ოლიმპიკში" გაუშვა, იტალიური კლუბი უფრო საფუძვლიანად აკვირდება 26 წლის ფეხბურთელს.
თუმცაღა როგორც წყარო დასძენს, ფლორენციული კლუბი ერთადერთი ვარიანტი არ გახლავთ. ასევე, შესაძლებელია, უახლოეს საათებში შესაძლოა ანდრეასთან დაკავშირებით უფრო მეტი სიახლე გვქონდეს.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში მარჯვენა მცველის ანგარიშზე "როსონერის" მაისურით 4 შეხვედრაა.