კიდევ ერთი სამიზნე "ანდერლეხტიდან" სალმაკერსის რეკომენდაციით

კიდევ ერთი სამიზნე "ანდერლეხტიდან" სალმაკერსის რეკომენდაციით

ბელგიური მედიის მტკიცებით, ალექსის სალმაკერსის შემდეგ "მილანი" "ანდერლეხტიდან" 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ალბერტ სამბი ლოკონგას შეძენას ცდილობს, რომელსაც მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

ლოკონგა ტიპური 6 ნომერია და სათამაშო სტილით ძალიან ჰგავს სერხი ბუსკეცს. მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში მის ანგარიშზე ორი გოლია, ხოლო ვან კორმბრიუგეს არყოფნაში ბოლო ოთხი მატჩია "ანდერლეხტს" კაპიტნობს.

ლოკონგაზე სალმაკერსმაც გააკეთა კომენტარი: "მის შესახებ პიოლის რამდენჯერმე ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ დიდ კლუბში სათამაშოდ უკვე მზადაა."

ჯერჯერობით მხარეებს შორის ოფიციალური კონტაქტი არ შემდგარა, თუმცა კონკურენცია საკმაოდ დიდია. როსონერის გარდა ალბერტს "ლაიფციგი", "ბაიერნი" და "სევილია" აკვირდებიან.

1 თვის წინ
800 / 2
rossoneri-best
user
Tifozi უფრო მაღალი დონე გვინდა და გამოცდილებით მთლად საბავშვო ბაღია უკვე მილანი
user
Arigo ბავშვობის ძმაკაცია როგორც ჩანს
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 366
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია