ბელოტი "მილანში"? ერთადერთ შემთხვევაში

ბელოტი "მილანში"? ერთადერთ შემთხვევაში

"Sportmediaset"-ის მტკიცებით, ანდრეა ბელოტი ფასონე-მირაბელის ეპოქის შემდეგ კვლავ "მილანის" თვალთახედვის არეალშია. ამჯერად მისი გადაბირება მალდინისა და მასარას სურთ.

მიუხედავად ამისა, "ხარების" კაპიტანი "როსონერიში" მხოლოდ მაშინ გადაბარგდება, თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და ლომბარდიული გრანდის ნომერ პირველი ცხრიანი გახდება.

ურბანო კაირო ბელოტის ძვირად აფასებს, ხოლო "მილანის" ხელმძღვანელობას სათადარიგო ფეხბურთელში დიდი თანხის გადახდა არ სურს. თუ ზლატანი ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, ანდრეას ტრანსფერიც არ შედგება.

1 თვის წინ
1147 / 1
rossoneri-best
user
Milan_fan22 სეზონის ბოლომდე დაიტოვონ ლოთი ჯამპაოლო და რო გავარდებიან სერია ბ-ში მერე იაფად მოგვცემენ ბელოტის )
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 366
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია