დეპაიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

დეპაიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

მემფის დეპაის გადაბირება ბევრ კლუბს სურს და მათ შორის "მილანსაც". მიუხედავად ამისა, ინგლისური "Daily Mail"-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა შემტევმა მოულოდნელი გადაწვეტილება მიიღო და სეზონის ბოლომდე "ლიონში" დარჩება.

დეპაის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და ხელშეკრულების დასრულებამდე ლიგა 1-ში ითამაშებს, რის შემდეგაც იგი თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბში უფასოდ გადაბარგდება.

მემფისს უნდა, რომ "ლიონს" მიმდინარე სეზონში წარმატების მიღწევაში დაეხმაროს და შემდეგ ისეთ კლუბში შეუფერხებლად გადავიდეს, რომლის პროექტიც მოეწონება და ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

4 თვის წინ
1442 / 2
rossoneri-best
user
Tifozi ის რო ამით მილანი ინტერესდება ჭორი მგონია 
user
Milan_fan22 რომლის პროექტიც მოეწონება კიარა რომელი კლუბიც უფრო დიდ ხელფასს შესთავაზებს. არანაირი სპორტული ჟინი, ჩვეულებრივი ვაჭრუკანაა 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 429
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია