ლაქსალტმა საუდის არაბეთიდან მსუყე შეთავაზება დაბლოკა

ლაქსალტმა საუდის არაბეთიდან მსუყე შეთავაზება დაბლოკა

დეიგო ლაქსალტმა ნილ ლენონის "სელტიკში" გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და ურუგვაელ მცველს გლაზგოში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლაქსალტის დამატების სურვილს საუდის არაბული "ალ ჰილალი" გამოთქვამდა. არაბები დიეგოს სამ წლიან კონტრაქტს და სეზონში სამ მილიონ ევროს სთავაზობდნენ, ხოლო "მილანს" მოთხოვნილ 8 მილიონს, თუმცა თავად ფეხბურთელმა ტრანსფერი მაშინვე დაბლოკა.

სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელისათვის პრიორიტეტული შოტლანდიაში დარჩენაა და სხვა ვარიანტს არ განიხილავს, თუმცა ლენონი "რეინჯერსთან" სატურნირო ცხრილში დიდი ჩამორჩენის გამო შესაძლოა დაკავებული პოსტიდან გაანთავისუფლონ და ლაქსალტი ახალი მწვრთნელის ფსიქოლოგიას ვერ მოერგოს.

2 თვის წინ
425 / 1
rossoneri-best
user
Arigo დიეგო ლქსალტი სელტიკის დონეს ვერ გაქაჩავს? მე არც მილანიდან გაშვების მომხრე ვიყავი, ტიპი უნივერსალია და სადაც გინდა დააყენე CF და GK/CB  გარდა
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 375
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია