პიოლი: "დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით"

პიოლი: "დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით"

"იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "Sky Italia"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"მაქსიმალურად დავიხარჯეთ და ყველაფერი გავაკეთეთ სასურველი შედეგის მისაღწევად. შევქმენით ბევრი მომენტი, თუმცა სამწუხაროდ ერთზე მეტი გოლი ვერ გავიტანეთ. დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რის გამოც საბოლოოდ დავმარცხდით."

"ასევე მინდა გამოვყო მათი მეკარის თამაში, რომელმაც მეტოქე გაშვებული ბურთისგან ბევრჯერ იხსნა. ფეხბურთელი ბევრ გუნდს აკლია და ეს გასამართლებელი საბუთი არაა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთელების დანაკლისის გამო მთელი სისტემის შეცვლა მოგვიწია."

"მეტოქედ ძალიან გამოცდილი გუნდი გვყავდა, რომელმაც ჩვენი მინუსები კარგად გამოიყენა და გაიმარჯვა კიდეც. ამას ველოდით, მაგრამ ვერაფერი დავუპირისპირეთ. შესაძლოა ეს კონცენტრაციის ნაკლებობითაც იყო გამოწვეული." - განაცხადა პიოლიმ.

2 თვის წინ
945 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 375
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია