
დღეს იტალიური დერბი გაიმართება, რასაც გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელის.
"მილანისა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ყოველთვის დიდი დაძაბულობით გამოირჩეოდა. ეს ორი კლუბი ერთმანეთის მოსისხლე მტრებად შექმის დღიდანვე ითვლებიან.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ფეხბურთელები მაინც ახერხებდნენ იმას, რომ ორივე კლუბის მაისური მოერგოთ კარიერაში.
1. ინძაგი - მან "იუვეს" "მილანი" არჩია და 3 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ 2001 წელს "სან სიროზე" გადაბარგდა მომდევნო 11 წლის განმავლობაში.
2. ბაჯომაც, ინძაგისნაირად, მილანურ კლუბს მიაშურა ტურინულიდან. 5 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ 1995 წელს ბაჯო "მილანში" 2 წლით გადაბარგდა.
3. პირლომ, "იუვენტუსის" ამჟამინდელმა თავკაცმა მილანურ კლუბში 10 წელი გაატარა, მაგრამ ყველა მას მაინც "იუვენტინოდ" უფრო მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ტურინში მხოლოდ 4 წელი დაჰყო. დღევანდელი დაპირისპირება მისთვის განსაკუთრებულად სიმბოლურია.
4. ზლატანმა "იუვენტუსის" დატოვების შემდეგ მილანში ორჯერ მოახერხა დაბრუნება. 2010-12 წლებში და გასულ სეზონში.
5. ედგარ დავიდსი, სათვალიანი ფეხბურთელი, მილანში 1 სეზონი დაჰყო, ამის შემდეგ კი 7 წელი გაატარა "იუვეში" 2004 წლამდე.
6. ლეონარდო ბონუჩი - 7 წელი "იუვეში", 1 სეზონი "მილანში" და კვლავ ტურინში დაბრუნება. ლეომ "ბიანკონერის" გარეშე ვერ გაძლო. მიუხედავად იმისა, რომ მის ამ მისვლა-მოსვლას დიდი აურზაური მოჰყვა. ახლა ყველაფერი დაწყნარდა და მან კვლავ მოიგო "იუვეს" გულშემატკივრების გული.
7. ჯანლუკა ძამბროტა - 1996-2006 "იუვენტუსში" იასპარეზა, კალჩოპოლის ამბების დროს კი კლუბი დატოვა. 2008-12 წლებში "მილანს" მიაშურა.
8. გონსალო იგუაინი. პიპიტამაც ვერ გაძლო "მილანში" "იუვეს" გარეშე. ტურინიდან გადაბარგების შემდეგ მან მილანურ კლუბსაც მიაშურა, მაგრამ კვლავ "ბებერი ქალბატონის" შტაბს მიაშურა. ახლა იგი ამერიკაში თამაშობს.