"მილანმა" თანხა შესთავაზა - რას ითხოვს "სტრასბურგი"

"მილანმა" თანხა შესთავაზა - რას ითხოვს "სტრასბურგი"

მოგეხსენებათ, "მილანი" სერია ა-ს ცხრილის სათავეშია და გუნდს დაცვით ხაზში გაძლიერება სჭირდება. ზაფხულიდან მოყოლებული კლუბს ამ პოზიციის გაძლიერების აუცილებლობა უკვე გააზრებული აქვს და ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, ეცდებიან მცველის შეძენას.

ერთ-ერთ უმთავრეს ვარიანტად, ალბათ უკვე გეცოდინებათ, "სტრასბურგის" მოთამაშე მოჰამედ სიმაკანია. ახალგაზრდა ფრანგს ცენტალური მცველის პოზიციის გარდა მარჯვენა მცველადაც შეუძლია თამაში და ეს დიდი პლიუსია.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, "როსონერი" ფრანგულ კლუბს 15 მილიონ ევროს + ბონუსებს სთავაზობს, მაგრამ "სტრასბურგი" მხოლოდ 20 მილიონ ევროზე + ბონუსებზე თანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში 20 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ფრანგული კლუბის მაისურით 17 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

1 თვის წინ
725 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 366
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია