
"Sportmediaset"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანლუიჯი დონარუმას „მილანში“ დარჩენა სურს, მაგრამ ამის წინააღმდეგია მისი აგენტი, მინო რაიოლა. იტალიელ აგენტს სურს, რომ თავისი კლიენტი ლონდონის „ჩელსიში“ ან „პარი სენ-ჟერმენში“ გადაიყვანოს.
ორივე გუნდი ახალი სეზონისათვის მაღალი დონის მეკარის ძიებაშია და მზად არიან დონარუმას ხელფასის სახით, სეზონში 12-14 მილიონი ევრო გადაუხადონ.
სწორედ ანაზღაურებაა მთავარი დაბრკოლება მისი „როსონერიში“ დარჩენის საკითხში. 21 წლის მეკარე მინიმუმ 10 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ კლუბს კონტრაქტის განახლების შემთხვევაში მხოლოდ 7 მილიონი ევროს გაღება შეუძლია.
მიუხედავად ამისა, იტალიელი ტალანტი მზადაა მშობლიურ კლუბში დარჩეს, მაგრამ მინო რაიოლა ამის კატეგორიული წინააღმდეგია და თავის კლიენტს გუნდის დატოვებას ურჩევს. აღსანიშნავია, რომ დონარუმას „როსონერისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და თუ მანამდე არ გაახანგრძლივებს, თავისუფალი აგენტი გახდება.
21 წლის კარის დარაჯი „მილანში“ 2015 წლიდან თამაშობს და ლომბარდიული გრანდის რიგებში 224 მატჩი აქვს ჩატარებული.