



მოგეხსენებათ ზეგ "მილანი" საკუთარ კედლებში "იუვენტუსს" დაუხვდება. ტურინული კლუბი "როსონერისთან" შეხვედრას დანაკლისით ხვდება.
"Sky Italia"-მ "იუვენტუსის" დანაკლისის შესახებ წარმოგვიდგინა უახლესი ინფორმაცია. ალვარო მორატა რომ ვერ მიიღებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას, ეს მემგონი უკვე ისედაც ცნობილია. ლომბარდიულ გრანდთან დაპირისპირებაში კლუბს ვერ დაეხმარება ალექს სანდროც, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ასევე, გუნდს დაუბრუნდნენ ხუან კუადრადო და ადრიენ რაბიო, რომლებმაც "უდინეზესთან" მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.
წყაროს თანახმად, სავარაუდოდ, "იუვენტუსი" 4-4-2 სქემით ითამაშებს. კუადრადოს მარჯვენა ფლანგზე ვიხილავთ, რაბიოს მაკკენისთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში და ამავდროულად, კიეზაც დარწმუნებულია, რომ ფლანგიდან შეუდგება ასპარეზობას.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 6 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
კიაერი, დიასი
კალაბრია