logo

პიოლი: "ბალოტელის დისკვალიფიკაცია "ბრეშასთვის" მნიშვნელოვანი დანაკლისია"

პიოლი: "ბალოტელის დისკვალიფიკაცია "ბრეშასთვის" მნიშვნელოვანი დანაკლისია"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "ბრეშასთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ჩემი აზრით პაკეტა ჩამოყალიბებული ფეხბურთელი არაა. თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სისუსტეს იჩენს. რებიჩი? ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუ გააგრძელებს ასე ვარჯიშს აუცილებლად მიიღებს შანსს."

"ახლა ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და მხოლოდ გამარჯვებები გვმართებს. რებიჩი ძირითადში? შეიძლება, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა, ამიტომ ბევრი არჩევანი მაქვს. იბრაჰიმოვიჩისგან ბევრს ველოდი და იმედებს არც მიცრუებს."

"ვის გამოვარჩევდი მეტოქე გუნდიდან? ტონალის, მას შესანიშნავი თვისებები აქვს. ბალოტელის დისკვალიფიკაცია "ბრეშასთვის" მნიშვნელოვანი დანაკლისია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აგრესიული გუნდია." - განაცხადა პიოლიმ.

8 თვის წინ
1621 / 1
rossoneri-best
user
AlessandroNesta იმედია ძალიან მალე დაგვტოვებს სტეფანო პიოლი და მოვა ვინმე ძლიერი მწვრთნელი რომელიც მილანთან ერთად არ გაიზრდება მილანელებს გაზრდის :))
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 42
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ