პობეგა, როგორც "მილანის" კასტროვილი

პობეგა, როგორც "მილანის" კასტროვილი

გაეტანო კასტროვილის შესახებ ყველამ იცის. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი "ფიორენტინას" ძირითადი შემადგენლობს წევრია და მსურველი გუნდების რიგი უდგას, თუმცა გასულ სეზონში სერია ბ-ში იყო განათხოვრებული.

"Tuttosport"-ის მტკიცებით, იგივე მომავალი აქვს 20 წლის ტომასო პობეგას, რომელიც "მილანიდან" სერია ბ-ს მეორეადგილოსან "პორდენონეშია" განათხოვრებული. პობეგა ატილიო ტესერის 4-3-1-2 ტაქტიკაში მარცხენა ნახევარმცველია. მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ტომასოს კასტროვილის მსგავსი ტექნიკა არ აქვს, მაგრამ მასთან შედარებით სწრაფი და ფიზიკურად ძლიერია (188 სმ). პობეგა "მილანში" 2013 წელს 14 წლის ასაკში გადაბარგდა. გასულ სეზონში სერია ც-ს "ტერნანაში" ჰქონდა ნაყოფიერი სეზონი. დიდი ალბათობით ზაფხულში ის "სან სიროზე" დაბრუნდება.

1 წლის წინ
2212 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი