logo

"მილანი" ძველ სამიზნეს დაუბრუნდა

"მილანი" ძველ სამიზნეს დაუბრუნდა

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ფეხბურთელის იანიკ ფერეირა კარასკოს გადაბირებას ეცდება.

ბელგიელი შემტევი ჩინური "დალიან იფანის" ღირსებას იცავს და დიდი ხანია რაც ევროპაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. ზემოთ ხსენებული გამოცემის მტკიცებით, მიუხედავად გასულ ზაფხულს მიღებული წარუმატებლობისა, "როსონერი" 26 წლის ფეხბურთელის თაობაზე აზიელებს შეთავაზებას კვლავ გაუკეთებს.

კარასკო მადრიდიდან "დალიანში" 2018 წლის თებერვალში 10,5 მილიონ ევროდ გადაბარგდა და მას შემდეგ ჩინური გუნდის ლიდერია. მიმდინარე სეზონში ბელგიელი შემტევი მოედანზე 25-ჯერ გამოჩნდა და 17 გოლთან ერთად შვიდი საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.

10 თვის წინ
2150 / 3
rossoneri-best
user
Guri Dorokashvili მაგრა გაგვაძლიერებს იანიკა)
user
superkaka22 ძველი კარასკო მაგრად მევასებოდა
user
AlessandroNesta superkaka22 ალბათ როდესაც ატლეტიკოში თამაშობდა ამას გულისხმობდი პრინციპში შემდეგ აღარც გვინახავს და ერთი კარასკო გვახსოვს ალბათ ძალიან წაგვადგებოდა
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 199
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ