logo

"მილანი" ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

"მილანი" ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

"Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით "მილანი" ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის ფრანკ კესიესა და ჰაკან ჩალჰანოღლუს გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს.

"როსონერი" 23 წლის კოტ დ'ივუარელი და 25 წლის თურქი ნახევარმცველების თაობაზე ყველა შეთავაზებას განიხილავს.

კესიეს ლომბარდიულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ფრანკმა ყველა ტურნირზე შავ-წითელი მაისური 17 შეხვედრაში მოირგო და ერთადერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მისი თამაშის ხარისხი შარშანდელთან შედარებით ბევრად ცუდია. გატუზოს გუნდში კესიე შეუცვლელი ფიგურა იყო.

ჩალჰანოღლუს კი "მილანთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ჰაკანი მიმდინარე სეზონში მოედანზე 18-ჯერ მოგვევლინა, სადაც 2 გოლის გატანა შეძლო და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

5 თვის წინ
1571 / 0
rossoneri-best
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 355
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ