logo

"მილანმა" პაკეტას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

"მილანმა" პაკეტას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანმა" ლუკაშ პაკეტას ფასი დაადო და მის სხვა გუნდში გასასხვისებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

"როსონერი" თავის ბრაზილიელ შემტევს, სულ მცირე, 35 მილიონ ევროდ აფასებს და მზადაა, მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

22 წლის ბრაზილიელის ტრანსფერით დიდი ხანია "პსჟ" ინტერესდება, რომლის სპორტული დირექტორი, ლეონარდო, პაკეტას "მილანში" გადასვლის მთავარი ინიციატორია. მილანელებმა, პაკეტას გადასაბირებლად, "ფლამენგოს" 38.5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

პაკეტა "შავ-წითელთა" ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. მიმდინარე სერია ა-ში ის მოედანზე 14-ჯერ ვიხილეთ და აქტივში მხოლოდ 1 საგოლე პასი აქვს.

10 თვის წინ
2468 / 1
ლევან კვინიკაძე
user
სკინდორი წავიდეს, პოლის დაემსგავსა, არადა დიდი იმედები მქონდა ამ ბიჭის
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ