logo

"მილანისა" და "ინტერის" წარმომადგენლებმა ქალაქის მერიასთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს

"მილანისა" და "ინტერის" წარმომადგენლებმა ქალაქის მერიასთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს

დღეს "მილანისა" და "ინტერისთვის" მნიშვნელოვანი დღე იყო - ორივე გუნდის წარმომადგენლებმა ქალაქის მერიაში "სან სიროს" მომავალთან დაკავშირებული ორი პროექტი წარადგინეს.

როგორც ცნობილია, მილანურ კლუბებს ახალი, თანამედროვე სტადიონის აშენება და "სან სიროს" დანგრევა სურთ, რასაც მერია ეწინააღმდეგება. ქალაქის ხელმძღვანელობა ახალ სტადიონთან ერთად, ძველის შენარჩუნებას ემხრობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბების წარდგენილი ორი პროექტიდან, ორივე ისტორიული სტადიონის შენარჩუნებას ითვალისწინებს, ის მრავალფუნქციურ სპორტულ სივრცედ გადაკეთდება.

დღესვე, "მილანმა" და "ინტერმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მილანის და ინტერის წარმომადგენლები ქალაქის მერიაში მივიდნენ, სადაც ახალი სტადიონის პარალელურად, სან სიროს შენარჩუნების პროექტი წარადგინეს. პროექტის მიხედვით, "სან სირო" მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრად უნდა გადაკეთდეს, სადაც მთელი წლის განმავლობაში იქნება სხვადასხვა სახის აქტივობები. მხარეები აგრძელებენ პროექტის ეკონომიკურ და ტექნიკურ ანალიზს, რაშიც მილანის მერიაც არის აქტიურად ჩართული".

შეგახსენებთ, რომ "სან სიროს" სტადიონი 1925 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა და ორი კლუბის, "ინტერის" და "მილანის" საკუთრებაა. სტადიონს 1935, 1955, 1990 და 2016 წლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დღეისთვის ის 75,923 მაყურებელს იტევს.

2 თვის წინ
860 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 285
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ