ბენასერი: "ამ ადამიანებმა "მილანი" შეცვალეს"

ბენასერი: "ამ ადამიანებმა "მილანი" შეცვალეს"

გუშინდელი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, "მილანის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ისმაილ ბენასერმა თავის გუნდზე ისაუბრა:

"სტეფანო პიოლის მუშაობას ჩვენს შემართებაშიც კი ძალიან კარგად დაინახავთ. იგი მუდმივად სწორ მითითებებს გვაძლევს, როგორც ვარჯიშისას, ასევე მოედანზე ყოფნისას. მისი დაბრუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო."

ალჟირელმა ნახევარმცველმა თავის მდგომარეობაზე ისაუბრა:

"მცირედი ტკივილები კვლავ მაქვს, მაგრამ ეს არაფერია და მხოლოდ გადაღლილობითაა გამოწვეული. ვცდილობ, ძალიან არ გადავიტვირთო თავი, რათა გუნდის დასახმარებლად მუდმივ მზადყოფნაში ვიყო."

"ვინ შეცვალა მილანი? ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და სტეფანო პიოლიმ. თავის მხრივ შვედის გუნდში ყოფნა დამატებით მოტივაციას გვაძლევს და ჩემპიონის მენტალიტეტს გვიყალიბებს. ყველა კარგად ვხედავთ, როგორ აისახა ზლატანის მოსვლა ჩვენს თამაშზე. ხოლო სტეფანო პიოლის სახით საუკეთესო დამრიგებელი გვყავს, რომელმაც "როსონერის" სწორი მიდგომა გამოუნახა და შედეგი სახეზეა. სწორედ ამიტომ ვთვლი,რომ ამ ადამიანებმა "მილანი შეცვალეს."- განაცხადა ბენასერმა.

1 თვის წინ
937 / 0
ROSS1899
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 308
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი