"მილანსა" და "სელტიკს" შორის გამართული შეხვედრა სიმბოლური აღმოჩნდა "როსონერის" კაპიტნისთვის, ალესიო რომანიოლისთვის. შავ-წითელი მაისურით მის ანგარიშზე უკვე 200 შეხვედრაა.
ალესიომ ამ საიუბილეო თარიღზე "Sky Sports"- სთან ისაუბრა:
"ეს მხოლოდ დასაწყისია. იმედი მაქვს შავ-წითელი მაისურით კიდევ 200 შეხვედრას ჩავატარებ. მაქვს იმის ამბიცია, რომ მსოფლიოში საუკეთესო სწორედ ამ კლუბთან ერთად გავხდე."
"კაპიტნის სამკლაური? სულ უფრო და უფრო ვამაყობ ისეთი დიდი გუნდის კაპიტნობას, როგორიც "მილანია". ვეცდები, რომ ყოველ შეხვედრაში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინო."- განაცხადა ალესიომ.